LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღე არ გადის, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენი სამართლიანი პასუხი არ მიიღოს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

148
ვოლოდიმირ_ზელენსკი_987456321458963

დღე არ გადის, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენი სამართლიანი პასუხი არ მიიღოს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„დღეს რუსმა ოკუპანტებმა სასტიკად დაარტყეს ხერსონის რაიონს. არიან დაღუპულები, არიან დაჭრილები.
საერთო ჯამში, მხოლოდ ამ დღის დასაწყისიდან საღამოს ექვს საათამდე უკვე დაფიქსირდა 17 ცნობა მხოლოდ ხერსონის რეგიონის დაბომბვის შესახებ.

ასევე – მიკოლაევის ოლქის, ზაპოროჟიეს, დონბასის, ხარკოვის ოლქის…
ყველგან ჩვენი ჯარისკაცები პასუხობენ ოკუპანტების ტერორს. დღე არ გადის, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენი სამართლიანი პასუხი არ მიიღოს”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g