ბოლო წუთამდე მაყურებელი დარწმუნებული იყო იმაში, რომ კოლინ ფერტის გმირი ბრიჯიტ ჯონსის დღიურებში აღარ გამოჩნდებოდა. ამბობდნენ, რომ სიუჟეტის მიხედვით დარსის გმირი გარდაიცვალა და ამჯერად მას პატრიკ დემპსი ცვლის. სწორედ ეს უკანასკნელი უნდა ყოფილიყო რენე ზელვეგერის გატაცება ახალ ფილმში „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“. როგორც ჩანს, ფილმის შემქმნელები სიუჯეტს ბოლომდე ასაიდუმლოებენ და ვისგანაა ორსულად მთავარი გმირი, ამას პრემიერამდე ვერ გავიგებთ.
იქამდე კი პაპარაცებმა ფილმის გადასაღებ მოედანზე ლონდონში კოლინ ფერტიც დააფიქსირეს.