LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღე, რომელიც ძალიან მიყვარს, ახლა საერთოდ არ მახარებს… დე, ხომ შეიძლება მოხდეს სასწაული და თუნდაც ერთი ზარით გამაბედნიერო?“ – ბათუმში დაკარგული 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის დედა შვილს მიმართავს

320
ნათია დიაკვნიშვილი

14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს, რომელიც ბათუმში, 16 იანვარს დაიკარგა, ამ დრომდე ეძებენ.

ნათია დიაკვნიშვილი: „90 დღე გავიდა მოლოდინის და მე არასდროს დავყრი ფარ-ხმალს…გელოდები, ჩემო ღვთის მოულოდნელო საჩუქარო“

ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი, სოციალური ქსელში სტატუსს აქვეყნებს და შვილს საჯაროდ მიმართავს.

„უდიდესი მადლობა მინდა გითხრათ, იმედია, ბედნიერებასაც მალე გაგიზიარებთ“ – რა მიმართვას ავრცელებს ბათუმში დაკარგული 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის დედა

„10 ივლისი… ჩემი დღე… დღე, რომელიც ძალიან მიყვარს, ახლა საერთოდ არ მახარებს…

ლევანი ტორტის საყიდლად გამეპარა და 00:00-ზე სიურპრიზი მომიწყვეს… როგორ მინდოდა, რომ ყველა და ჩემი 3 ცალი ერთად მენახეთ.

დე, ხომ შეიძლება მოხდეს სასწაული და თუნდაც ერთი ზარით გამაბედნიერო… მოსვლას არ ვჩივი, დამირეკე და მითხარი, რომ კარგად ვარ, დე, და დრო მომეციო.

მხოლოდ ეს სიტყვები საკმარისია იმისთვის, რომ მშვიდად ვისუნთქო. გელოდები, დე… მჭირდები უსაზღვროდ და უკიდეგანოდ… შენ ჩემი ნაწილი ხარ და მე შენ უპირობოდ, უკიდეგანოდ მიყვარხარ, ჩემო სუნთქვა… ჩემო სიამაყე…“ – წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.

„მჭირდები დეე, რომ შევძლო გაგრძელება…“ – ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს

10 ივლისი… ჩემი დღე… დღე, რომელიც ძალიან მიყვარს, ახლა საერთოდ არ მახარებს… ლევანი ტორტის საყიდლად გამეპარა და…

Posted by ნათია დიაკვნიშვილი on ოთხშაბათი, 09 ივლისი, 2025

დე, ნურაფრის გეშინია, გამოჩნდი, უბრალოდ ჩემამდე მოდი და შენი ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება“ – ბათუმში დაკარგულ 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს დედა მიმართავს

ცნობისათვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მოზარდის ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია. ალექსანდრე მიქელაძის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრეს გაუჩინარებიდან მალევე, მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g