დღეიდან “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პრეპარატის გამოყენება უკვე 45 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, დღის ბოლოდან შეძლებენ.
აცრის სასურველი დროისა და ადგილის მითითება მოქალაქეებს, სპეციალურ პორტალზე, საღამოს 8 საათიდან ექნებათ, ანალოგიური პროცედურა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 15-22-ზე დარეკვის შემთხვევაშიც.
პარალელურად, დღესვე “სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იხსნება.