LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ატესტატების გაცემა დაიწყო

243
BeFunky-collage (4)

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ატესტატების გაცემა დაიწყო. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის აღებას ახალგაზრდები განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ მიიღებენ. მისი დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ.

აბიტურიენტები კი ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეძლებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.

ატესტატის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში. შესაძლებელია დოკუმენტის ფოსტით მიღება და ელექტრონული ვარიანტის ჩამოტვირთვაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g