LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, ჩვენი ქვეყნიდან ამანში გამგზავრებას შეძლებთ

64
luqa-malta-april-fly-jordan-boeing-v-jy-soa-technical-stop-malta-landing-runway-fly-jordan-landing-sunny-afternoon-145334189

მიმდინარე წლის 12 აგვისტოდან, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას იორდანიული ავიაკომპანია Fly Jordan (Solitaire Air) განაახლებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ამანი – ბათუმი – ამანის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნავენ, ავიარეისები ამანსა და ბათუმს შორის 12 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს, Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Fly Jordan-ს აღნიშნული მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს მიენიჭა. იორდანიულმა ჩარტერულმა ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით ოპერირება 2017 წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g