LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ღია სივრცეში ქორწილები დაშვებულია – მაქსიმუმ 100 ადამიანი

213
BeFunky-collage (3)

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.

საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.

ღონისძიებების აღდგენის მოთხოვნით, თბილისში რამდენიმე მშვიდობიანი აქცია გაიმართა, რომელსაც ივენთმენეჯერები, ფოტო-ვიდეოგრაფები, მომღერლები, მუსიკალური ბენდები, გაფორმების დიზაინერები, ვიზაჟისტები, სტილისტები და დიჯეები უერთდებოდნენ.

ისინი მოითხოვდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალულ ღონისძიებებზე შეზღუდვის მოხსნას, რადგან ღონისძიებების ორგანიზების სფეროში არაერთი პროფესიის ადამიანია, რომელიც თვითდასაქმებულია და საყოველთაო კარანტინის პირობებში ისინი უმუშევრები დარჩნენ.

 

 

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1039 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 900 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 16 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 267 პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g