მესენჯერი დღეიდან ამატებს გაგზავნილი მესიჯების წაშლის ფუნქციას. თუ ტექსტს გაგზავნიდან ათი წუთის განმავლობაში “დააკლიკავთ”, მონიშნავთ Remove-ს და შემდეგ Remove for Everyone-ს, მესიჯი წაიშლება.
ჩატში მყოფი ადამიანი გაიგებს, რომ თქვენი მესიჯი წაშალეთ, თუმცა წაშლილ ტექსტს ვერ ნახავს.
ახალი ფუნქცია მესენჯერის iOS-ისა და ანდროიდის აპლიკაციებში დღეიდან ხდება ხელმისაწვდომი.