LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს

51
erer

პარლამენტი საარჩევნო რეფორმის პროექტის საკომიტეტო განხილვას დღეიდან იწყებს. პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ამბობენ, რომ მხარეები ყველა იმ საკითხზე შეჯერდნენ, რომლებსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. მომავალ კვირას კი კანონპროექტი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.

როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, კანონპროექტს მეორე მოსმენით იქამდე არ განიხილავენ ვიდრე მასზე ვენეციის კომისიის შეფასება არ გახდება ცნობილი. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს კი ივნისის დასაწყისში ელოდებიან.

„ჩვენ ვთხოვეთ სწრაფად განხილვა, ვინაიდან, დაგეგმილია პირველი, მეორე მოსმენები და გვინდა, რომ მეორე მოსმენამდე, 6 ივნისამდე უკვე იყოს დასკვნა, ვინაიდან 7 ივნისის კვირაში უკვე მეორე მოსმენა უწევს პარლამენტში. ამ თხოვნით მივმართეთ ვენეციის კომისიასაც. მომავალ კვირას პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენით განხილვა იქნება. მომავალ კვირას, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იქნება მიღებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საარჩევნო რეფორმა სამი ტიპის ტექნოლოგიურ სიახლეს – სახის ამომცნობ პროგრამას, შტრიხკოდირებულ ბიულეტენებსა და მაღალი რეზოლუციის მქონე კამერის ქვეშ ხმების დათვლას მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები