LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ქორწინების სახლები იხსნება

152
14342.750x500.1510817588

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქორწინების სახლები იხსნება. შესაბამისად, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარება შესაძლებელი ხდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების გამო ქორწინების სახლებში საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია გასული წლის 11 სექტემბრიდან დროებით შეჩერებული იყო.

საზეიმო ცერემონიალი კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩატარდება.

წყვილმა ერთობლივი განაცხადის წარსადგენად, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge.

შერჩეულ ფილიალში მათ ოპერატორი ერთობლივი განცხადების შეტანის საფუძველზე დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს. ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები პირები (არაუმეტეს 10 პირისა) სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ. ქორწინების სივრცეები უკვე გაიხსნა თელავსა და გურჯაანშიც.

 

პოპულარულები