LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ავიამიმართულება ემატება

101
175401336-2947233835545552-8388455875489743418-n

Wizz Air-ი დღეიდან, ანუ 21 მაისიდან დორტმუნდის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს. უკვე თვის ბოლოს კი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ 2 ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი – 29 მაისიდან კატოვიცე, 30 მაისიდან კი – გდანსკი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 18 აპრილიდან Wizz Air-მა ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით, მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი. 14 მაისიდან კი ავიაკომპანიამ ქუთაისიდან რეგულარული ფრენები რიგის მიმართულებით განაახლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g