LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები იწყება

51
shutterstock-613893362

დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები იწყება. ასევე დღეს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ტარდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც ვერ ჩაერთნენ პროფესიული კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაში COVID-19-ის ინფექციის გამო, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია პროფესიულ უნარებში 2021 წლის 30 ივლისს.

გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს დამატებითი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც გამოცდების დროს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია, შედეგები კი აგვისტოს თვეში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები