LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასური ნახევრდება

71
Trademark

მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 დეკემბრიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასური ნახევრდება. როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ განაცხადა, საშეღავათო პერიოდი 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

„სასაქონლო ნიშნის, რომელიც არის ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ობიექტი, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50%-იანი შეღავათი. ამით ყველა ის განმცხადებელი ისარგებლებს, რომელიც უწყებას ელექტრონულად მომართავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. საშეღავათო პერიოდი კი 7 დეკემბრიდან დაიწყება და 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინიციატივის ღირებულება 405 000 ლარია, რომელიც კერძო სექტორში დარჩება“,-აღნიშნა მინდია დავითაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები