Silk-ის სპორტული და გასართობი არხები – Silk Sport HD 1; Silk Sport HD 2; Silk Sport HD 3; Silk კინო ჰოლივუდი, Silk კინო კოლექცია და Silk Kids – 1 თებერვლიდან მხოლოდ Silk TV-ის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც “ფორტუნას” “სილქნეტიდან” აცნობეს, ერთადერთი Silk არხი, რომლის ტრანსლირებასაც კვლავ სხვა საკაბელო ოპერატორები გააგრძელებენ – Silk უნივერსალია.
“ამ არხის ეთერშიც მაყურებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს Silk არხებზე გასული გადაცემები და მატჩები, ასევე პოპულარულ ფილმები Silk კინო კოლექციიდან,”- განაცხადეს კომპანიაში.