თიბისის მისიაა, ადამიანებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს, სწორედ ამ მოტივაციით მობაილბანკში შეიქმნა ფუნქციონალი, რომლის მეშვეობითაც სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვისას თანხა მომენტალურად აისახება.
მომენტალური გადარიცხვის ტექნოლოგია ქმნის მობაილბანკიდან გადარიცხვის/გადმორიცხვის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ბანკის ბარათით და მომენტალური ასახვით.
გადარიცხვა შესაძლებელია:
- თიბისის ბარათიდან საქართველოში მოქმედი ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათზე
- სხვა ბანკის ბარათიდან თიბისის ბარათზე
- სხვა ბანკის ბარათიდან ისევ სხვა ბანკის ბარათზე
- ციფრული საფულიდან apple pay/google pay-ს მეშვეობით თანხის დამატება თიბისის ბარათზე
თანხის გადარიცხვა ან გადმორიცხვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ბანკის Visa და MasterCard ბარათებიდან იქნება შესაძლებელი 24/7-ზე.
გადარიცხვა აუცილებლად უნდა შესრულდეს „საკუთარ ანგარიშზე“ ღილაკის გამოყენებით, რათა თანხა მომენტალურად აისახოს. გადარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ლარის ვალუტაში და თითო გადარიცხვის საკომისიო ერთი ლარია.
ფუნქციონალით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს – აუცილებელი პირობაა, რომ მომხმარებელი თიბისის მობაილბანკით სარგებლობდეს.
(R)