LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან თურქეთის ბაზარი გაიხსნა, მედიკამენტების ფასებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია: ირაკლი ღარიბაშვილი

664
ღარიბაშვილი

თურქეთის ბაზარი უკვე გაიხსნა და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, GMP-ის სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე  განაცხადა.

“ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ” – აცხადებს პრემიერი

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ფასებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია.

„დაპირებისამებრ, ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას. შესაბამისად, გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, gmp-ის სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე. საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და იმედი მაქვს, რომ ომპორტიორი კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

magti 5g