LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეისათვის ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიამდელ ნიშნულებს გადააჭარბა“ – კიდევ გაძვირდება თუ არა საწვავი

14
5f6d8ce3cd4b0

2021 წლის დასაწყისიდან ნავთობზე ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის საავტომობილო საწვავზე ფასი გაზრდილია 195 დოლარით/ტონაზე (43%), ხოლო დიზელის საწვავზე ფასი გაიზარდა 117 დოლარით/ტონაზე (27,8%).

დღეისათვის 1 ლიტრი საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შემდეგია:

რეგულარის ტიპის ბენზინი – 2,45-2,50 ლარი, პრემიუმის ტიპის ბენზინი – 2,68-2,71 ლარი, სუპერის ტიპის ბენზინი – 2,77-2,81 ლარი, ევრო დიზელის საწვავი – 2,63-2,73 ლარი, დიზელის საწვავი – 2,53-2,67 ლარი.

საქართველოში საწვავზე სულ უფრო მზარდი ფასების წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე კვირაა თბილისსა და მსხვილ ქალაქებში პერმანენტულ აქციები იმართებოდა.

გაძვირდება თუ არა საწვავი უფრო მეტად და რამდენად შეძლებენ ბენზინგასამართი სადგურები ფასების შენარჩუნებას-აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან საუბრის დაწყებისას აღნიშნა, პანდემიის დაწყებისას, მასობრივი კარანტინებისა და შეზღუდვების არსებობის პირობებში დაფიქსირდა ნავთობის მოხმარების რეკორდული შემცირება, რამაც გამოიწვია ნავთობზე ფასის მკვეთრი კლება. კარანტინების მოხსნისა და ვაქცინაციის დაწყებას კი პოზიტიური გავლენები მოჰყვა.

„განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით.”-აღნიშნა მან.

მთვრალაშვილმა „ბიზნესკურიერთან“ განმარტა, რომ უკვე გამოქვეყნდა „ოპეკი +“-ის პროგნოზი 2021 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნავარაუდევია, რომ მოთხოვნის ზრდა მიაღწევს 5,9 მლნ ბარელს დღე-ღამეში ანუ, იგი გაიზრდება 96,3 მილიონ ბარელამდე.

რაც შეეხება ფასებს-მთვრალაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში საწვავზე ფასების მატება გაგრძელდება.

„საწვავზე ფასების მატება, სამწუხაროდ, გაგრძელდება. ყველა ის მოცემულობა, რომელიც დღეს საერთაშორისო ბაზრებზეა, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ, ალბათ, ყველა კომპანიას, ეს იქნება ბრენდირებული თუ არაბრენდირებული, მოუწევთ საწვავზე ფასების მატება.“-განმარტა ვანო მთვრალაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g