თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ოქრუაშვილი „ძლიერი საქართველოს ლიდერის“, მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალდების წარდგენას ეხმაურება.
„დღემდე ხაზარაძესთან ეს ფოტო მაერთიანებდა, ჩემს შვილს სკოლის დიპლომს რომ გადასცემს. ხვალიდან კი პროკურატურისკენ მიმავალი გზაც დაემატება“, – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა