64 წლის მსახიობმა, ჯორჯ კლუნმა The Times of London-თან ინტერვიუში კარიერის ადრეული ეტაპზე ისაუბრა და სახალისო ფაქტიც გაიხსენა.
როგორ ირკვევა, საკულტო ფილმში, „ტელმა და ლუიზა“, სადაც მთავარ როლებს სიუზან სარანდონი და ჯინა დევისი ასრულებენ, ბრედ პიტის ნაცვლად მონაწილეობა სწორედ ჯორჯ კლუნს უნდა მიეღო. თუმცა, კლუნმა კასტინგის გავლა ვერ მოახერხა, მას მაშინ დამწყებმა მსახიობმა, ბრედ პიტმა აჯობა.
„ბოლო ეტაპამდე მივედი, თუმცა კასტინგი ვერ გავიარე. ნერვები მეშლებოდა, ეს როლი შეიძლებოდა ჩემი ყოფილიყო, ბრედმა მაჯობა… ფილმს წლების განმავლობაში არ ვუყურებდი, მაგრამ როცა ვნახე, ბრედი ამ როლში, მივხდი, რომ სწორედ მას უნდა მიეღო ეს როლი. დღემდე მაწვალებს და მახსენებს იმას, რომ მან მე მაჯობა“, – იხსენებს სიცილით კლუნი.
ცნობისთვის, ჯორჯ კლუნი და ბრედ პიტს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. მათ არაერთ ფილმში აქვთ ერთად მონაწილეობა მიღებული.
ბრედ პიტისა და ჯორჯ კლუნის ორმაგი პაემანი ვენეციაში – უახლესი ფოტოები
კვლავ ერთად – „ოუშენის მეგობრების“ მორიგი ნაწილის გადაღებები იწყება

