მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ 21 წლის ასაკში შექმნილ ოჯახსა და უკვე ყოფილ მეუღლესთან, მსახიობ ეკა ანდრონიკაშვილთან დღეს არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„დღემდე ულამაზესია ეს ადამიანი, ჩვენს შორის [გრძნობები] მეოთხე კურსზე გაჩნდა… ერთმანეთი დიდი სიყვარულით მივიღეთ და დღემდე ასე გრძელდება. მე და ეკას, 30 წლის შვილი გვყავს, ლევანი, ამიტომ ის ოჯახი ჩემთვის დღემდე ფასეულია, ურთიერთობაც მაქვს და სხვათა შორის, დღემდე ერთ თეატრში ვმუშაობთ…
ხელის მოსაწერად მივედით და მაშინ აღმოვაჩინე, რომ საქორწინო ბეჭდები სახლში დამრჩა… ეს ის პერიოდია, როდესაც სამოქალაქო ომი იყო… მე და ეკა 11 წელი ვიყავით ერთად… ორი მსახიობი ერთად, მართლა რთულია, ალბათ, მაინც ხასიათებმა შეგვიშალა ხელი… ჩვენ დღეს გაცილებით დიდი რაღაც გვაკავშირებს ერთმანეთთან, ვიდრე რაღაც პატარა კინკლაობები – შვილი, ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს…“
როგორ შეინარჩუნეს გიორგი ნაკაშიძემ და ეკა ანდრონიკაშვილმა კარგი ურთიერთობა დაშორების შემდეგროგორ შეინარჩუნეს დაშორების შემდეგ გიორგი ნაკაშიძემ და ეკა ანდრონიკაშვილმა დადებითი ურთიერთობა ,,ხელის მოსაწერად მივედით და მაშინ აღმოვაჩინე, რომ საქორწინო ბეჭდები სახლში დამრჩა"
Posted by ნიკოლოზის კითხვები on ოთხშაბათი, 29 მაისი, 2024