ტელეწამყვან გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის შვილი, გალაკტიონი ერთი წლის გახდა.
გალაკტიონის დაბადების დღესთან დაკავშირებით გიორგიმ და მარიტამ საახალწლო ფოტოსესია მოაწყო:
„დღეს 1 წლის გახდა გალაკტიონი ❣️
მე არ ვიცი როგორ აღვწერო რა სიტკბო და ბედნიერებაა“. – წერს გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში.
მარიტა მელიქიშვილმა წერს, როგორ შეცვალა დედობამ, მიხვდა, რომ დრო საოცრად სწრაფად გარბის.
„გალა 1 წლის!
ეს პატარა და ამავდროულად ყველაზე დიდი კაცუნა უკვე 1 წლის გახდა!?
არადა როგორ ნათლად მახსოვს ის დღე მის შესახვედრად რომ ვემზადებოდით?
რაც შვილი მყავს მივხვდი, რომ დრო საოცრად სწრაფად გარბის და აუცილებელია, რომ თითოეული წუთი/წამი დავაფასოთ და ერთად გავატაროთ სიყვარულში!❤️?
გალა ენით აღუწერელი შვილია!?შეიძლება უხერხულია შვილზე ასე საუბარი, მაგრამ ის არის ყველაზე კომუნიკაბელური, ტკბილი, თბილი, მუდამ მომღიმარი, გონიერი და ჭკვიანი ბიჭი, რომელიც მოვავლინე 24 დეკემბერს“. – წერს მარიტა მელიქიშვილი.