„რასაც არ უნდა გრძნობდე, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყო და ვისზეც არ უნდა იყო გაბრაზებული, დაფიქრდი, და მიხვდები, რომ სხვა გზა არ გვაქვს!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს და საზოგადოებას დღეს დაგეგმილ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს:
„დღეს 19.00-ზე რუსთაველზე!
რასაც არ უნდა გრძნობდე, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყო და ვისზეც არ უნდა იყო გაბრაზებული, დაფიქრდი, და მიხვდები, რომ სხვა გზა არ გვაქვს!
სალომე ზურაბიშვილი: „გვინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, საღამოს 7 საათზე რუსთაველზე – ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს“
პრეზიდენტის შეფასებით, 26 ოქტომბერს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა..
დღეს უნდა დაინახოს ყველამ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ და არ დავთმობთ თავისუფლებას!“. – წერს ზურაბ ჯაფარიძე.