LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, 25 იანვარს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება

147
nacionalebis-msvleloba-avlabridan-2

25 იანვარს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება.

კერძოდ, დედაქალაქში, 14:30 საათზე, კამპუსის შენობიდან (დავით აღმაშენებლის 240) გაიმართება კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში;

15:00 საათზე, მზიური, ამფითეატრში, შეხვედრა მაისის სტუდენტურ მოძრაობასთან

16:00 საათზე, იპოდრომზე, აქცია-კონცერტი „მუსიკალური აქცენტები – მიტაცება“. ასევე,

17:00 საათზე – მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების მარში გაიმართება.

18:00 საათზე- რესპუბლიკის მოედანზე მიხა ხელაშვილის სახელობის მარში იგეგმება.

19:00 საათზე გაიმართება ფსიქოლოგების მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან;

19:00 საათზე – პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;

19:00 – აქცია საქართველოს პარლამენტთან

20:30 საათზე – რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ფასებით უკმაყოფილოთა მარში.

23:00 – იპოდრომიდან პარლამენტისკენ გაიმართება მსვლელობა „მუსიკალური აქცენტები“.

რაც შეეხება რეგიონებს, ხვალინდელი აქციების გეგმა ასეთია:

ახალციხე – 18:00 საათზე – არა რუსულ რეჟიმს! -შოთა რუსთაველის ძეგლთან

ბათუმში, 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია – სამშობლოს სამსახურში!

ზუგდიდში, 18:00 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია – ბრძოლა გამარჯვებამდე;

თელავში, 15:00 და 18:00 საათამდე, მერიის წინ – უწყვეტი პროტესტი თელავში!

ქუთაისში – 19:00 საათზე, მერიის წინ აქცია სახელწოდებით – კი ევროპას, არა რუსეთს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g