მსოფლიო ჩემპიონი, პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე იუბილარი იყო და 43 წლის გახდა.
„დღეს 43 წლის გავხდი.
26 აპრილს ბათუმში ჩემს ყველასთვის კარგად ნაცნობ ყირგიზ მეტოქეს ვხვდები და ვეცდები კიდევ ერთი გამარჯვება ვაჩუქო ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას.
ყველას მადლობა დიდი სითბოსთვის და სიყვარულისთვის“, – წერს ვახტანგ ახობაძე.