ნანუკა გოგიჩაიშვილის შვილი, აივი-ნიკოლი იუბილარია. გოგონა 2 წლის გახდა.
ნანუკა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და შვილს დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს.
„დღეს აივის დაბადების დღეა!!! ვიღებთ თქვენ გამოგზავნილ ყველა სიტყვას და სურვილს , იბედნიერე ჩემო ყველაზე დიდო კაშკაშა ვარსკვლავო მთელი მსოფლიო და გალაკტიკა შენია.
პატარა დიდი ადამიანი რამხელა ძალა აქვს დედის ხედვას და სურვილს კი მოგეხსენებათ რაც ჩავიფიქრე ყველაფერი შენშია და ყველა სურვილი აგსრულებოდეს , ბედნიერებაა შენი დედობაა ყველაფერს ვიზამ ის სიკეთე ის უნიკალურობა რაც შენშია და ვინც შენ ხარ ბოლომდე შეგინარჩუნო და არაფერში დაგაბრკოლო მთელი სამყარო ხელგაშლილი გელოდება და უყვარხარ! მადლობა მეგობრობისთვის და არჩევისთვის აივი ყველაზე უნიკალურო მსოფლიო ვარსკვლავო.
პს : არასდროს მოგერიდოთ საყვარელი ადამიანის სახალხოდ შექება და სიმართლის დაწერა თქვენზე კარგად მას მაინც არავინ იცნობს და გააცანით სამყაროს”, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.
ნანუკა გოგიჩაიშვილი ლოს-ანჯელესის საგრაფოს ხელოვნების მუზეუმში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს
ფოტო, ვიდეო: ნანუკა გოგიჩაიშვილი მეორე შვილის დედა გახდა – ახალშობილის საზეიმო დახვედრის კადრები
ფოტო, ვიდეო: „მსგავსი ფეხმძიმე არსად მინახავს“ – ნანუკა გოგიჩაიშვილი ორსულობის ფოტოებს ასაჯაროებს
ფოტო/ვიდეო: „ჩვენი პირველი „ჰოლივუდური” გადაღება” – რა კადრებს გვიზიარებს ნანუკა გოგიჩაიშვილი