დღეს შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დაბადების დღეა. მეგობარი, ქეთი მოლაშვილი დავითს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და წერს:
„დღეს ამ ბიჭის დაბადების დღეა!
პირველ ფოტოზე, მის ბოლო პოსტს ხედავთ, 2 აგვისტოსაა დადებული,
სამ აგვისტოს, შოვმა წაგვართვა!
მარტო დავითი არა, გაზაფხულზე იყო სამივე დაბადებული და სამივე ზაფხულმა წაგვართვა,
მაგრამ ამაზე სხვა დროს,
ახლა ეს პოსტი დავითისაა!
სანამ წავიდოდა,
იყო დათო,
ბიჭი, რომელიც ყოველთვის ყველაზე მწარედ ხუმრობდა,
ყოველთვის გაჩვენებდა,
რომ ზერელედ უყურებდა,
გაჩვენებდა, რომ არ ზრუნავდა,
ნეტაო რა, მე წავალ ამ ქვეყნიდან სულ არ მედარდება
და თქვენ იკითხეთო,
მერე მოვიხედავდით და რუსთაველზე იდგა,
თან თავის თავზე იცინოდა,
ნეტა რისი იმედი მაქვს, რამე რომ მოხდეს,
თქვენ გაიქცევით და მე ვისღა გავექცე ან როგორო!
მაგრამ იქ იდგა,
ყოველთვის!
ალტ-იმფომ ოფისი რომ გახსნა წნორში,
იმ დღეებში რა პლაკატებიც გააკრეს, ჩამოვიღეთ მე და ჩემმა მეგობრებმა
და დიდიან პატარიანად ყველა ჩვენ გვემუქრებოდა.
დავითმა მომწერა, აბა რა ხდება, ხალხი ხო არ შევკრიბო და წნორში ჰო არ ჩამოვიყვანოო,
მეთქი რას მწერს,
რად გვინდა ხალხი.
აი სამეგობროს შევკრებ და ჩამოვალთ,
თქვენთან ვიქნებით,
რომ მიხვდნენ ბევრნი ვართო.
გინდა იმდენნი ჩამოვალთ,
მივიდეთ და ვცემოთო 🙃😁
სად დათო და სად ცემა,
მაგრამ გულს იფხანდა ♡
მართლა მეუბნებოდა ჩამოვიყვან სამეგობროს და ჩამოვალთო ♡
და იყო ბიჭი,
რომელიც ხუმრობდა ყველაფერზე
და ამ ხუმრობების უკან
იყო ყველაზე სერიოზული,
იცავდა სამშობლოს და იდგა იქ,
სადაც უნდა მდგარიყო!
დაბადების დღეს გილოცავ დავით!
დღეს შენი მეგობრები, შენს მაგივრადაც დგანან რუსთაველზე“, – წერს ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში.