მომღერალ ელენე ფოჩხუას ძმა, გიორგი ფოჩხუა რამდენიმე წლის წინ მოკლეს.
,,დღეს ამ კეთილი ბიჭის დაბადების დღეა, ჩემი გიოსი. ოოოოხ, როგორ მენატრება”, – დაწერა ელენემ სოციალურ ქსელში.
,,გიორგისთან ერთად მეც მოვკვდი, ოღონდ მართლა. სამსახურში მეკითხებიან, სულ ასეთი მხიარული ხარო. არავის გავაგებინებ და არც ვანახვებ, რა ტკივილი მაქვს გულში. გასაგებია, რაც მოხდა, მაგრამ სხვამ რა დააშავა, შენი დარდი რატომ უნდა მოახვიო თავს.
შეიძლება, სახლში დავჯდე, ვიტირო და ვიბღავლო. არ აქვს მნიშვნელობა, დილაა თუ ღამე”, – ჰყვებოდა რამდენიმე წლის წინ ელენე „რეიტინგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში .