მიხეილ თათარიშვილის საქმეზე დღეს სასამართლოში მისი მეგობარი, პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი დაიკითხება, “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამის შესახებ თათარიშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესზე დაიკითხებიან ბრალდების ორი, ხოლო დაცვის 6 მოწმე. მოწმეებს შორის არიან ანა მარგველაშვილი, მინდია გოგოჭური და არჩილ მგელაძე.
საქრთველოს პრეზიდენტის სიძის მეგობარს, მიხეილ თათარიშვილს გამოძიება ნარკოდანაშაულში ადანაშაულებს, თუმცა თავად თათარაშვილი ბრალს არ ეთანხმება.