“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია მარიუპოლიდან საქართველოში ჩამოსულ უკრაინელ მოქალაქეზე წერს, რომ ანტონ შკრილის დღეს ოპერაციას ჩაუტარებენ, მსურველებს კი მის გასამხნევებლად მისვლისკენ მოუწოდებს.
“ჩვენთან ჩამოვიდა მარიუპოლიდან ანტონ შკრილი. ცოტა თავი მაწუხებსო. ექიმთან წავიდეთ-თქო. იყოს სხვებს უფრო სჭირდება, ძალიან არ მტკივაო. ცხადია, მაინც წავიყვანეთ. აღმოჩნდა, რომ მარიუპოლში გვერდზე აუფეთქდა რაღაც უბედურება და თავში ნამსხვრევი აქვს.
დღეს ანტონს უკეთებენ ოპერაციას თოდუას კლინიკაში 3 საათზე.
თუ ვინმეს სურვილი გექნებათ თევდორე მღვდლის ქუჩაზე თოდუას კლინიკაში ანტონს გავუგზავნოთ კეთილი სურვილები (ბარათები, სუვენირები ან რამე რაც მოგესურვებათ. მე ვაპირებ ბევრი გული ამოვჭრა ფერადი და გავუგზვანო).
ფული არ არის საჭირო, ყველაფრით უზრუნველყოფილია, უბრალოდ მინდა მარიუპოლში დაჭრილმა ადამიანმა მიიღოს ჩვენგან დადებითი ემოციები”, – წერს ელენე ხოშტარია.