LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა

153
პრეზ

საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება დაიწყო. პრეზიდენტი სასესიო დარბაზში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად შევიდა.

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება წუთიერი დუმილით და უკრაინის ჰიმნით დაიწყო.

სხდომის დაწყებამდე პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინელი ხალხი განსაკუთრებული ერთიანობით, სიმტკიცითა და სიმამაცით აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის.

„რუსეთის აგრესია ჩვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება. უკრაინელი ხალხი განსაკუთრებული ერთიანობით, სიმტკიცით და სიმამაცით აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჰუმანიტარული ვითარება მძიმეა. 2 ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს უკვე მოუწია საკუთარი სახლ-კარის და სამშობლოს დატოვება, თუმცა ყველაზე სულისშემძვრელი ის ადამიანური მსხვერპლი და ტრაგედიებია, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. პარლამენტის სხდომის დაწყებამდე გთხოვოთ პარლამენტის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„დღეს აქ არ იმყოფება. ელჩი რომელიც გაწვეულია, თუმცა მოვიწვიეთ ელჩის შემსრულებელი“.- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

 

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ. სულ შვიდი გამომსვლელი იქნება, რომელთა სიტყვით მიმართვისთვის 10-10 წუთი განისაზღვრა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ პლენარული სხდომა დაიხურება.

პრეზიდენტის გამოსვლის დღეს პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ პლენარული სხდომა დაიხურება.

პარლმენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას დაესწრებიან სასულიერო პირებიც.

პოპულარულები