LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა: “ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის მის სიკვდილში”

98
BeFunky-collage (4)

დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა.

პრემიერ-მინისტრი, არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს იყენებენ, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ტატუნაშვილის სიკვდილში.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა. არჩილმა ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები.

ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები