დღევანდელი საარჩევნო გარემო საქართველოში შეუდარებელია იმასთან რაც ადრე იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობა” ყოველი არჩევნების წინ ცდილობს გაავრცელოს ინფორმაცია დაშინებებზე, მოსყიდვებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ა.შ. ეს არის ჩვეული პრაქტიკა,” – განაცხადა ჩიქოვანმა
მისი განცხადებით დღეს ყველა კარგად ხედავს, რამდენად მრავალფეროვანია საარჩევნო სუბიექტები საქართველოში, როგორც ამ, ისე სხვა არჩევნებზე, და ყველანი კარგად ვხედავთ, როგორი ასახვა ჰპოვა ამ ყველაფერმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.