ავიაკომპანია Myway Airlines ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. სარეპატრიაციო რეისით, სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.
თვითმფრინავი ესპანეთის მიმართულებით დღის 11:55 საათზე გაფრინდება.
ფრენას, ქართული ავიაკომპანია ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის დროით, 22:25 საათზე დაბრუნდება.
საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.