„დღეს არის ბედობის დღე, ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას,“ – ამის შესახებ პარაკლისის დასრულების შემდეგ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
„დღეს ბარბარობაა, გილოცავთ ყველას. დღეს არის ბედობის დღეს. ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას – თქვენ და საქართველოს. დღეს იყო წაკითხული ყოვლდაწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე წაიკითხოთ ეს ლოცვა თქვენს სახლებში. ბარბარობას ვულოცავ ჩვენს ხელისუფლებას. დალოცვლილი იყავით და მშვიდობა მოგცეთ მამაზეციერმა. დღეს პირველად დაირეკება ახალი ზარები. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ზარები იყოს ზარი მშვიდობისა და სიხარულისა“, – განაცხადა ილია მეორემ.
პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საზოგადოებისთვის სხვა ცნობილ პირებთან და მრევლთან ერთად დაესწრნენ.