LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ომი არ მოხდეს“ – გიორგი ნაკაშიძე

373
Capture

მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

„არასოდეს არავისტი არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს სამშობლოს როცა უჭირდა, როგორც შემეძლო, ისე ვედექი გვერდით. დღეს ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ომი არ მოხდეს. ჩვენი ბედი უდიდესი მოთამაშეების, იმპერიების ხელშია. სად, რომელ ქვეყანაში დევს ოქროს გასაღები, არ ვიცი.

როგორც რიგითი მოქალაქე, მივმართავ ოპოზიციას: არ შეიძლება ახლა ისარი ესროლო ადამიანებს, რომლებმაც ჩემზე და თქვენზე უკეთესად იციან, ამ სიტუაციაში როგორ მოიქცნენ და ომი ააცილონ საქართველოს. როცა რაღაცნაირად ჩაიფარცხება ეს ომი და მსოფლიო ნელ-ნელა დაიწყებს დალაგებას, მერე შეიძლება ნებისმიერი სოციალური მოთხოვნით მივიდეთ ვიღაცებთან და მეც დავდგე მიტინგზე. ნათქვამია, “ციხე შიგნიდან ტყდებაო” და ნუ გავახარებთ მტერს. სიმშვიდისა და ერთსულოვნების მეტი ახლა არაფერი გვიშველის“, – თქვა გიორგი ნაკაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები