LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ბზობაა

235

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას ზეიმობს. ლიტურგია დილიდან აღევლინება სამების საკათედრო ტაძარში, წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს.

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა.

 

 

 

საპატრიაქრქო მრევლს ურჩევს დღესასწაულს ქოთნის ბზით შეხვდნენ და კოლხური ბზის გაზრდა ტრადიციად დაამკვიდრონ, რითიც წითელ წიგნში შეტანილი მცენარის გადარჩენას ხელს შეუწყობენ.

ბზობის გამო, დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.  შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

დიდმარხვა წელს 19 თებერვალს დაიწყო და 8 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები