კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„გამიფრინდა ჩემი ბედნიერება… მიყვარხარ“ – ანრი ჯოხაძეს დედა გარდაეცვალა
სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ანრის დის, მაგდა ჯოხაძის შვილი, მარიამ ხარაძეც.
„დღეს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დადუმდა…
წავიდა ადამიანი, რომელმაც გამზარდა, დამიცვა, მასწავლა როგორ უნდა გიყვარდეს უანგაროდ და როგორ აკეთო სიკეთე ჩუმად, გულით.
ჩემი ბებიკონა იყო ჩემი სიმშვიდე, ჩემი სიცილი, ჩემი ბავშვობა და ჩემი ძალა.
მის ხელებში ყველაფერი უსაფრთხო იყო, მის ხმაში ნუგეში, მის თვალებში უსაზღვრო სიყვარული.
შენს გარეშე ცხოვრება სხვანაირია ბე,
მადლობა ჩემო ბებიკონა, იმ კეთილი საქმეებისთვის, რომელებიც მხოლოდ შენ შეგეძლო შენებურად გექნა… შენს სიყვარულს დრო ვერასდროს წაიღებს.
ნათელში იყოს შენი ლამაზი სული 💔“, – წერს მარიამ ხარაძე.
