„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა, დღეს იუბილარია.
ძმას დაბადების დღეს თორნიკე სხვიტარიძე სოციალურ ქსელში ულოცავს და წერს, რომ მისი თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს.
დაკავებული საბა სხვიტარიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა: „მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს, დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს, ბატონო პროკურორო, თქვენ როგორ მოიქცეოდით, თავს რომ დაგსხმოდნენ, ქალისთვის სახეში დაერტყათ, გაატარებდით?“
საპროტესტო აქციების ფარგლებში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. „4-მა კარგად ნავარჯიშებმა ზონდერმა დაიწყო ჩემი ცემა… მირტყამდნენ თავში და გვერდებში, ნახევრად გათიშული ვიყავი, ცდილობდნენ ხელის მოტეხას… პერიოდულად გონებას ვკარგავდი“ – საბა სხვიტარიძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში მყოფების […]
„დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა… ის უნდა ყოფილიყო ჩვენთან, თავისუფლად, მაგრამ უსამართლობამ და ძალადობამ მას ეს დღე წაართვა. ჩემი ძმა არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ვერავინ წაართმევს მას სიძლიერეს, თავისუფლების სიყვარულსა და სიმართლეს.
Saba Skhvitaridze მიყვარხარ და ძალიან მენატრები, ძმაო!
შენი თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შევწყვეტთ!“, – წერს თორნიკე სხვიტარიძე.
დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა… ის უნდა ყოფილიყო ჩვენთან, თავისუფლად, მაგრამ უსამართლობამ და ძალადობამ მას ეს დღე…
Posted by Tornike Skhvitaridze on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025