ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი იუბილარია. ნინი 38 წლის გახდა და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უამრავ მილოცვას იღებს. დაბადების დღის დღესთან დაკავშირებით მომღერალი პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და გულშემატკივრებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
„Cheers to 38 ![]()
![]()
დღეს 38 წლის გავხდი…
და რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვხვდები — ცხოვრების თითოეული წელი ჩემს გულზე ასახული ნოტია, თითოეული ნაბიჯი — სცენა, სადაც ვხედავ როგორ ვიზრდები, როგორ ვძლიერდები და როგორ ვუახლოვდები ჩემს ნამდვილ გზას.
38 წელი ნიშნავს მადლიერებას — ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, სტუდენტებისთვის, მსმენელებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ძალას, სითბოს და მოტივაციას მაძლევს.
38 წელი ნიშნავს ბრძოლას, შრომას, სწრაფვას, ოცნებების ახდენას და პასუხისმგებლობას ჩემი თავისა და თქვენ წინაშე.
დღეს ჩემთვის ახალი თავი იწყება — სავსე სინათლით, ახალი მიზნებით, იმედებით, სიმღერებით, სიყვარულით და იმ საოცარი ენერგიით, რომელსაც თქვენ მაძლევთ.
მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ — თქვენს გარეშე ეს გზა ყოველთვის ბევრად ნაკლებად საინტერესო იქნებოდა.
მადლობა თქვენი ტაშისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენი გულებისთვის, სიყვარულისთვის, ნდობისთვის, კრიტიკისთვის!
ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, – წერს იუბილარი ნინი შერმადინი.
