დღეს, ჩვენ ვართ „ჯუნიორი” ქვეყანა, რომელიც „ოღონდ ხელი ჩამომართვი, ყველაფერზე ხელს მოგიწერ” მდგომარეობაშია, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა პალიტრანიუსის გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვართ „ჯუნიორი” – პატარა ქვეყანა, რომელიც „ოღონდ ხელი ჩამომართვი, ყველაფერზე ხელს მოგიწერ” მდგომარეობაშია. ირაკლი კობახიძე რატომ გაგიჟდა და რატომ შემოიარა ეს სამეზობლო ასე სასწრაფოდ? – იმიტომ, რომ მას სჭირდება ეს ხელის ჩამორთმევები, ფოტოები და ტექსტები, რომელშიც მიმართავენ „ბატონო პრემიერო”.
ეს აღიარება სხვებისგან რომ ვერ მიიღო, ახლა ცდილობს, სამეზობლოსგან მიიღოს. ამ ამოცანის შესასრულებლად, არავინ არ იცის, რა სისულელეებზე მოაწერს ის დღეს ხელს და ეს არის ძალიან სახიფათო პროცესი იმიტომ, რომ როგორც კი ამ ურთიერთობაში თანაბრობას დაკარგავ და როგორც კი მეორე მხარეს უჩნდება განცდა, რომ შენზე შეუძლია, პრიორიტეტი აიღოს, აუცილებლად გამოიყენებენ ამას ჩვენი მეზობლები იმიტომ, რომ ეს ბიზნესია და ეს არ არის კეთილმეზობლობა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.