LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა – ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია“ – ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

830
laferashvilinewsjl-2020-07-22_11-09-00_109498

„ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

„დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას“, – წერს ტელეკომპანია „ფორმულა“.

გიორგი ლაფერაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში იყო მოთავსებული.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს გიორგი ლაფერაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g