„დღეს ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა ლანჩხუთში, ენა ჩაგვივარდა, მხოლოდ ყვირილი შეგვეძლო, ლანჩხუთს 23 წლის თორნიკე წილოსანი არ ჰყავს” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გურია თუდეი” წერს.
ფეისბუკ გვერდი მწუხარებას გამოთქვამს თორნიკე წილოსანის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს და ახლობლებს.
◼️ | “დღეს ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა ლანჩხუთში, ენა ჩაგვივარდა, მხოლოდ ყვირილი შეგვეძლო, გეძახდით, მამი……
Posted by გურია თუდეი • Guria Today on ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
23 წლის თორნიკე წილოსანის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს მისი მამიდა, ლელა წილოსანიც:
„მოწესრიგებული, თბილი, სიყვარულით სავსე იყავი… უზომოდ მენანები, უზომო ტკივილი ხარ… ცისხელა სიყვარული შეგეძლო და სიყვარულით წახვედი იმქვეყნად… 16 ივლისი ტკივილად დარჩება მუდამ ჩვენს გულში, ნათელში იყავი, თოკო, ჩვენო სიცოცხლით სავსე ბიჭო. შენ მარტო ძმისშვილი კი არა, ნინიკოს ნათლული იყავი. როგორ არ სკდები გული, მიკვირს, კიდევ არ მჯერა, მამი”, – წერს სოციალურ ქსელში ლელა წილოსანი.
დღეს ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა ლანჩხუთში..ენა ჩაგვივარდა მხოლოდ ყვირილი შეგვეძლო გეძახდით მამი😭😭ლანჩხუთს 23…
Posted by Lela Tsilosani on ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ ახლობლები „ამბები ge“- სთან ამბობენ, რომ თორნიკე წილოსანი სრულიად ჯანმრთელი იყო, რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს, სადაც მეოთხე სტადიის სიმსივნე (ლიმფომა) დაუდგინდა.