LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დაგეგმილი მუსიკალური წარმოდგენა 5 ივნისისთვის გადაიდო

526
დღეს დაგეგმილი მუსიკალური წარმოდგენა 5 ივნისისთვის გადაიდო

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, 15 მაისს დაგეგმილი მუსიკალური წარმოდგენა 5 ივნისისთვის გადაიდო. ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt” და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი წარმოგიდგენთ პროექტს The Best Of – ქართული და მსოფლიო კინომუსიკის შედევრები, ექსკლუზიური ვერსია მუსიკალური წარმოდგენისა „მეხსიერების ბარათი“. მუსიკისა და კინოს ჯადოსნურ სამყაროში მაყურებლის მეგზური კვლავ ნიკოლოზ რაჭველი იქნება, მუსიკალურ წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სოლისტები.

საღამოს სპეციალური სტუმარი მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი იქნება.

სცენარის ავტორი და კრეატიული პროდიუსერი – თეო ჯორბენაძე, დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე, გენერალური მენეჯერი – ნინო ნახუცრიშვილი, გენერალური პარტნორი – ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

საინფორმაციო მხარდამჭერები – რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, „მედია პალიტრა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08.

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.