„პატაკის ავტორმა განაცხადა, რომ ნიკა კაცია იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, აღმოჩნდა, რომ ბრალდებული არ მოიხმარდა ნარკოტიკს – ექსპერტებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი“, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულიჟურნალისტის, ნიკა კაციას ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თმის ნიმუშმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაძლოა, თვეებისა და წლების განმავლობაში შეინახოს, ხოლო ნიკა კაციასთვის ჩატარებულმა ექსპერტიზამ ნარკოტიკის მოხმარების კვალი არ დაადასტურა.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც აიღეს თმის ნიმუში და შესაბამისი კვლევა ჩაატარეს ნარკოლოგიური თვალსაზრისით და დაადგინეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც პატაკის ავტორმა განაცხადა, რომ ნიკა კაცია იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, აღმოჩნდა, რომ ბრალდებული არ მოიხმარდა ნარკოტიკს.
ნიკა კაცია მოსამართლეს: „თქვენ რომ გითხრათ, მკვლელი ხართო, ასეთ უსამართლობასთან მაქვს საქმე“
ნიკა კაცია: „ვუყურებ სხვა პროცესებსაც, ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ყარს. ყველა, ვინც მასამართლებთ, ხელს უწყობთ, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, დასანქცირებულები“
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტისა და წამყვანის ნიკა კაციას საქმის პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდების მხარემ ეს ინფორმაცია უტყუარად არ მიიჩნია, თუმცა, როდესაც მე ამ საქმეში ჩავერთე ვითხოვდი, რომ ბრალდების მხარეს დაენიშნა აღნიშნული ექსპერტიზა, თუმცა უარი მეთქვა. ექსპერტებმა კი თავიანთი დასკვნა დაადასტურეს სასამართლოზე და კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. სასამართლოზე ექსპერტმა განაცხადა, რომ შესაძლოა თმამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია თვეები და წლები შეინახოს”,- განაცხადა ნინო ლომინაძემ.
ინფორმაციისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ თმის ნიმუშმა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაადასტურა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნიკა კაციას პატიმრობა ძალაში დატოვა
ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.
⭕⬇ ნიკა კაციას დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ორი ექსპერტი დაიკითხა – მალხაზ ჯოხაძე, რომელმაც ნიკა კაციასგან თმის…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Tuesday 12 August 2025