„მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს“, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ჩეკურაშვილმა აღნიშნა, რომ „ყველა პარტია, რომელიც იმპორტირებული იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, შემოწმებული იქნება, კერძოდ „ორმაგი ფილტრი იქნება ჩაყენებული”.
გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, თქვა, რომ ბაზრიდან სრულად არის ამოღებული „სოფლის ნობათის” ის პარტია, რომელშიც აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა.
„კომპანია „სოფლის ნობათის” რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად. დარღვევის გამოვლენისთანავე მყისიერად მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, კომპანიასთან ერთად დაიწყო სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ამ პარტიის ამოღება.
„შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და რეაგირება მაშინვე მოხდა“ – სურსათის უვნებლობის დეპარტამენტი რძის ნიმუშებში აფლატოქსინის დაფიქსირებაზე
როგორც ანა გემაზაშვილი აღნიშნა, რძის მწარმოებლები მაღალი რისკის მწარმოებლებს განეკუთვნებიან, ამიტომ მსგავს ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ამოწმებენ.
დღეს, ეს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სრულად არის ამოღებული. არის კითხვები, დახლებზე არსებულ პროდუქტებზე. მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი ისე იმპორტირებული არის სტანდარტებთან შესაბამისი, უვნებელია და რისკს არ შეიცავს”, – აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ცნობისთვის, იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა, შედეგად პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა განხორციელდა. „აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა.