პარლამენტის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, სიტყვით შვილმკვდარი მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოვიდნენ.
მათ თავისი შვილების გაუხსნელ მკვლელობაზე ისაუბრეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სისხლით მოსული, სისხლითვე უნდა გააცილოს საზოგადოებამ.
„აქ მართლა საქართველოა. დღეს ვხედავ ნამდვილ ქართველებს და მხარული ვარ. დღეს ისეთი მძიმე დღე იყო ზაზასთვის და ჩემთვის. წლისთვი იყო ზაზას შვილის. იმ დღის მეშინია, როცა ერთი წელი გავა თემირლანის მკვლელობიდან.
ვაი თუ არ გაირკვა, არ დაისაჯა მისი მკვლელი.
მოგვცეს ძალა და შნო, შნო, რომ ვინც სისხლით მოვიდა სისხლით გავაცილოთ,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრა ზაზა სარალიძემაც და აღნიშნა, რომ მისი შვილის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა.
„დღეს დალია ჩემმა შვილმა სული საავადმყოფოში. ჩემთვის ჩემს მოკლულ შვილთან ერთად მოკვდა საქართველოს ის ნაწილი, რომელმაც ტალახი გვესროლა. სამართალმა უნდა იზეიმოს, რომ არ იყოს ვინმე შემდეგი,“ – განაცხადა სარალიძემ.
აქციაზე შეკრებილებმა, მოკლულების ხსნოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.