LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს დამერიცხა სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკემბრის თვის ხელფასი, რომელიც მთლიანად გადაირიცხება აქციების დროს დაზარალებულთა ფონდში“ – თსუ-ს ლექტორი ლადო ნაფეტვარიძე

417
ლადო ნაფეტვარიძე

თსუ-ს ლექტორი, ლადო ნაფეტვარიძე დეკემბრის თვის ხელფასს აქციების დროს დაზარალებულთა ფონდში რიცხავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს დამერიცხა სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკემბრის თვის ხელფასი, რომელიც მთლიანად გადაირიცხება აქციების დროს დაზარალებულთა ფონდში.

თუ ვინმემ არ იცით, გეტყვით, რომ სოც.პოლის ფაკულტეტზე ფაქტობრივად მთელი თვეა ლექციები არ ჩატარებულა, რადგან სტუდენტები უარს აცხადებდნენ აუდიტორიებში შესვლაზე. შესაბამისად, მეც უარს ვამბობ ხელფასი მივიღო არშემდგარ სასწავლო პროცესში.

შეიძლება ახლა ვინმემ იფიქროს, რომ „სიკეთეს თუ აკეთებ, ჩუმად გააკეთეო“, მაგრამ აქ სიკეთეზე არაა საუბარი, ეს არა სიკეთის, არამედ ჩემი მხრიდან ბრძოლის გამოხატულებაა, რომელიც მინდა ყველამ დაინახოს. დიახ, ვიბრძვი და ვიბრძოლებ ბოლომდე, ყველა ლეგიტიმური საშუალებით.

გავიმარჯვებთ სახელოვნად.❤

P.S აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ უნივერსიტეტის ხელფასი ბევრი ლექტორისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამიტომ ჩემი მხრიდან თავხედობა იქნებოდა ჩემი კოლეგებისთვის რაიმე სახის მოწოდებები გამეკეთებინა. ყველა იბრძვის, როგორც შეუძლია და როგორც მიაჩნია მართებულად“, – წერს თსუ-ს ლექტორი, ლადო ნაფეტვარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g