LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

405
ქარი

7-დან 8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 10, +15 გრადუსი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოში 9-10 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +15, +20 გრადუსამდე გათბება. 11 მარტს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.

„თბილისში 7 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 8 მარტის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, საღამოს და ღამის საათებში იწვიმებს, ხოლო 8-11 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7-9 მარტს +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 10-11 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს,“ – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/nea.georgia/posts/2274998479218894?__xts__%5B0%5D=68.ARAZ1Mh-dqZ3pip9-dBuUtR8CS4kKJJ-0cZyq6Fl1VtcWYhlxozVnDJVgXdo2k4b2d_M7AzMWJftrP2jqkLgSFONIU2Lys6cHfGWh1OtmfVEIrjSpoDB-_Ku7aTbGza7XPTJCHPcN-hYDLOy-p7Mj6nDl2rQO7xbYw6AQnhmqxs_nnQAN9SAj7i3vbAgV1bUt1eQICOeuDdA_qR3rCNd0eMNEC49WqH2AOu9-dXSJ9TGyyHq93Vg0SA9GstBHFOo_KrhxWEmrlY1Kt0cknuyAobIxICKtgSWmRWGVWCJTLCY2HE1CiBOTUZ02ZVwmRTcD1FCwF3S0ySMeiVQ7CXKlw&__tn__=-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g