ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეგობარი, ამერიკაში ემიგრაციაში მყოფი ქართველი ახალგაზრდა, ავთო კაკაბაძე გარდაიცვალა.
„არავინ იცის როდისაა ბოლო დღე უფლის გარდა… სიკეთით და სიყვარულით ვიცხოვროთ ხალხო… მეტი არაფერი გაგვყვება იმ ქვეყნად. დღეს დილით ავარიაში გარდაიცვალა ჩემი მეგობარი, სიცოცხლით და სიკეთით სავსე ავთო კაკაბაძე. შეხვედრამდე ჩემო კარგო, მშვიდად განისვენე იქ სადაც მართალნი განისვენებენ. ძალიან მეტკინა გული… ეს რა წყევლაა? მეც ძალიან მიყვარხარ!“ – წერს ნინი შერმადინი.
არავინ იცის როდისაა ბოლო დღე უფლის გარდა… სიკეთით და სიყვარულით ვიცხოვროთ ხალხო… მეტი არაფერი გაგვყვება იმ ქვეყნად. …
Posted by Nini Shermadini on სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს „მანჰეტენის ქართული სამრევლო“:
„
სამწუხარო ინფორმაცია.
ამ დილით მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი სამრევლოს წევრი – ავთო (ალექსანდრე) კაკაბაძე.
უფალმა აცხოვნოს მისი უკვდავი და ნეტარი სული და დაამკვიდროს ცათა სასუფეველში.
ჩვენი სამრევლოსთვის დიდი ტკივილი და დანაკლისია მისი ამ ქვეყნიდან გასვლა“, – წერს „მანჰეტენის ქართული სამრევლო“.
🏴 სამწუხარო ინფორმაცია. ✝️ ამ დილით მოულოდენლად გარდაიცვალა ჩვენი სამრევლოს წევრი – ავთო (ალექსანდრე) კაკაბაძე. 🙏…
Posted by მანჰეტენის ქართული სამრევლო on სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
