LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს ეკონომიკური აქტივობა იმაზე მაღალია, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით” – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში 

141
სელიმ ჩაკირი

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენლმა განაცხადა, რომ 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 3%-იან მაჩვენებელს უნდა ჩამოსცდეს. სელიმ ჩაკირის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობა იმაზე მაღალია, ვიდრე ნავარაუდევი იყო.

არ გამოვრიცხავთ, რომ მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდეს, თუკი ამის საჭიროება დადგება - გვენეტაძე

გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირებაზე ასევე დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებამაც, რაც ფისკალურ კონსოლიდაციაში აისახება.

“პროგრამის დასაწყისისთვის, ფისკალური დეფიციტის სამიზნე მაჩვენებლად მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე შემცირება განვსაზღვრეთ. თუმცა, დღეს ეკონომიკური აქტივობა იმაზე მაღალია, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით, ბიუჯეტშიც მეტი შემოსავალი შევიდა და მთავრობაც, ამ შემოსავლების საკმაოდ დიდ ნაწილს ზოგავს და ამით ამცირებს დეფიციტს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 3%-მდე. საქართველოს ფისკალური წესის მიხედვით, დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%–ს მომავალ წელს უნდა ჩამოსცდეს. ფისკალურ სამიზნეებთან დაკავშირებით მთავრობასთან გვაქვს შეთანხმება – მათ შორის, მომავალი წლის ბიუჯეტშიც. მოხარულები ვართ, რომ მთავრობამ აირჩია ეს გზა და ამცირებს დეფიციტს”, – განაცხადა სელიმ ჩაკირმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g